აქტუალური
თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი გაიხსნა

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. მეხუთე საერთაშორისო ფორუმმა Caspian Energy Forum–2018 თბილისში შეკრიბა დელეგატები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და კასპია–შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონების სხვა ქვეყნებიდან, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, ასევე დიდი საერთაშორისო კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები.
ჩვენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო ღონისძიებების ასეთი ტიპი კიდევ უფრო დააახლოებს სახელმწიფოებს, რაც საბოლოოდ გააღმავებს თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Caspian Energy Forum-ის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი, PASHA Bank Georgia-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, Murphy International Group of Companies-ის გენერალური მმართველი ტაირ ალიევი, კომპანია VG Georgia-ს დირექტორი დავით ქალდანი.
ღონისძიების პროგრამაში გათვალისწინებულია დამატებითი შესაძლებლობები მონაწილეთა მუშაობისა და ურთიერთობებისთვის „კოფე-ბრეიკებისა" და საქმიანი სადილების სახით.
მეხუთე საერთაშორისო Caspian Energy Forum–2018 იმართება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე Caspian European Club-ის ორგანიზებით.
Caspian European Club — ყველაზე დიდი და დინამიკურად განვითარებადი რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც საქმიანობენ ან სურთ იმოქმედონ კასპია-შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე.