თედო ჯაფარიძე "ოცნების" პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატია
აქტუალური
თედო ჯაფარიძე "ოცნების" პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატია

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალური ვინაობა ამ დრომდე უცნობია, თუმცა არაოფიციალურად რამდენიმე კანდიდატი ისევ სახელდება.
4 მოქმედი მინისტრის - სოზარ სუბარის, მაია ცქიტიშვილის, დავით სერგეენკოს და მიხეილ ჯანელიძის გარდა ცნობილი ხდება კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ. ლაპარაკია პრემიერ-მინისტრის მრჩეველ თედო ჯაფარიძეზე.
თედო ჯაფარიძე შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის თანაშემწე იყო უშიშროების საკითხებში 2002 - 2003 წლებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (1992 - 1992)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (1991 - 1992)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი (1991 - 1991).
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის "ქართულ ოცნებაში" გადავიდა და საგარეო ურთიერთობათა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, იყო პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, თედო ჯაფარიძის კანდიდატურა ივანიშვილს ერთ-ერთმა შიდაპარტიულმა დაჯგუფებამ შესთავაზა - მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ჯაფარიძე დიპლომატია და კავშირები აქვს როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთში.