აქტუალური
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო Adidas-ის პროდუქციაზე საბჭოთა სიმბოლიკამ გააოცა

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაოცებულია, რომ სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის გერმანელი მწარმოებელი ყიდის მაისურებს წარწერით USSR.
„ჯერ კიდევ გვხვდებიან იმპერიის ნოსტალგიით დაავადებულნი. ცოტა გასაკვირია, რომ ეს ცნობილი კომპანია Adidas-ისგან მოდის“,
- ნათქვამია სამინისტროს შეტყობინებაში Twitter-ზე.
პოსტს თან ახლავს Adidas-ის ოფიციალური საიტის ბმული, რომელზეც იყიდება ქალის მაისური წარწერით USSR და სსრკ-ის გერბით.