აქტუალური
აშშ-მა უკრაინას მიღებული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ების დონბასში შეხების ხაზზე გამოყენება აუკრძალა

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ტუკა იუწყება. „მინსკის შეთანხმების თანახმად, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ 80 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნები გამოვიყენოთ, ასეთი იარაღით ტანკის განადგურება კი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განმარტა მან. ამასთან, გამოთქვა აზრი, რომ აშშ-ის შეზღუდვა Javelin-ების გამოყენებაზე, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში მოიხსნას.
30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები უკვე უკრაინაშია. პარტიის მოცულობა არ დაზუსტებულა. იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევისთვის Javelin-ების მიწოდებას აპირებს, 2017 წლის ბოლოს გახდა ცნობილი. მაშინ წყაროები სახელმწიფო დეპარტამენტში იტყობინებოდნენ, რომ უკრაინა 47 მილიონი დოლარის ღირებულების 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და 35 დანადგარს მიიღებს.