უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა წარადგინა

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა წარადგინა.
მედვედევის კანდიდატურა ახლა რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უნდა დაამტკიცოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე 8 მაისს განიხილავენ.
ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. პუტინმა კრემლის დიდ სასახლეში ფიცი ცოტა ხნის წინ დადო.

1tv.ge