მოვუწოდებ კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარკამპანიაში! - მამუკა მდინარაძე
საზოგადოება
მოვუწოდებ კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარკამპანიაში! - მამუკა მდინარაძე

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის ყოველ ახალ განცხადებაზე პასუხის გაცემა არ ღირს.
პრეზიდენტ მარგველაშვილის ახალი განცხადება, რომელსაც ის კვლავ თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლის პირით ახმოვანებს, უკვე ზედმეტად არასერიოზულია.
მარგველაშვილი ცდილობს, თავი ჩაგრულად წარმოაჩინოს და ამით მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა. ამასთან, ჩართოს საქართველოს პარლამენტიდაჩაგრული პრეზიდენტისიმიჯის შექმნის კამპანიაში.
სწორედ ამიტომ, ჩემი მხრივ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარკამპანიაში და რაც არ უნდა კომიკური იყოს მისი საათში ერთხელ გაკეთებული ყოველი ახალი განცხადება, ვფიქრობ, ამაზე საერთოდ აღარ ღირს პასუხის გაცემასაზოგადოებას გაცილებით სხვა პრობლემები აწუხებს, ვიდრე პრეზიდენტის უსაგნო კინკლაობა პარლამენტთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს. ჩიხრაძემ ეს მოწოდება შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ შესაძლო კორუფციის შესახებ განცხადებების და ამ საკითხის ირგვლივ შეფასებების პასუხად გააკეთა.
როგორც დაწვრილებით იუწყებოდა საქინფორმი, ა.წ. 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლის შემდეგ სკანდალი მოაწყო და სხდომათა დარბაზიდან გაიქცა, რადგან დეპუტატების მწვავე შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ იყო.