საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს
სამართალი
საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 მაისს ღამით თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე დაკავებულმა საფრანგეთის მოქალაქეს ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.