სამართალი
ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. „მე გავასუფთავებ ჩემს ანგარიშებს და სახელმწიფო ვერცერთ ლარს ვერ წაიღებს. მათ დარჩებათ ერთი გზა - ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა, რომელშიც ცხოვრობენ ჩემი მშობლები. პირობას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ამ სახლს ის ვერ გაყიდის და ჩემს მშობლებს გარეთ ვერ გამოყრის“, - ამბობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში. ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის - 2000 ლარის გადახდას არ აპირებს და იმ პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, რომლებიც სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან.
როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, სახელმწიფოს აღნიშნული ჯარიმის იძულებით ამოღება მოუწევს.
გუშინ დამაჯარიმეს 2000 ლარით, ჩემი ორი მეგობარი კი ჩასვეს ციხეში. 10 დღეში იაგო და ვახო არ შეიცვლებიან, გამოვლენ ისეთები, როგორებიც შევიდნენ. პრობლემა იმაში არ არის, რომ სისტემაგირჩსერჩის, პრობლემა იმაშია, რომ ეს სისტემა წლების განმავლობაში ებრძვის ხალხს და არის უხეში, ეს განვიცადეთ საკუთარ თავზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სისტემამ შეიწირა ადამიანები, ამ სისტემის მსხვერპლი იყო სამტრედიაში სტურუა, სისტემა ახლა მოგვადგა ჩვენც”, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ცილისმწამებლები დაისაჯონ. ჯაფარიძე ბოდიშს უხდის ოჯახს იმის გამო, რომ ისინი ვიდეოდან გაიგებენ მის გეგმებს.
ამ საქმეს მივყვები ბოლომდე. ჩემი მიზანი არ არის, დაისაჯოს დაბალი რგოლი, უბრალო პოლიციელები. ჩემი მიზანია, დაისაჯოს ის, ვინც იძლევა ამ ბრძანებებს. აუცილებლად მივაღწევ, რომ ეს ხალხი დაისაჯოს, ყველა ინსტანციას მოვივლი”, – აღნიშნავს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომგირჩისწევრებს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს- ცნობით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ .. ნარკოტიკებს ასაღებდა. შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით ის თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრიგირჩისწევრებმა, რის შემდეგაცგირჩისწევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს.