უცხოეთი
ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და პეტრო პოროშენკო 10 მაისს ერთმანეთს შეხვდებიან

     საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 10 მაისს ერთმანეთს გერმანიის ქალაქ აახენში შეხვდებიან. ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით საუბრის მთავრი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იქნება.
გერმანიის კანცლერის თქმით, ეს არ არის ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის შეხვედრა, რადგან მასში მონაწილეობას არ იღებს რუსეთის პრეზიდენტი.
10 მაისს აახენში საფრანგეთის პრეზიდენტს ახალი ევროპის მისეული ხედვის გამო დააჯილდოებენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვა გერმანიის კანცლერიც.

1tv.ge