პოლიტიკა
ამერიკელ პროფესორს საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობა არ სჯერა

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. „შესაძლოა, ვიღაც რუსულად ლაპარაკობს, რუსულ პროგრამებს, კინოებსა და საფეხბურთო მატჩებს უყურებს, რადგან უყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რუსული პროპაგანდის მსხვერპლი გახდება“, – განაცხადა Long Island University-ს პროფესორმა მიჩ სემელმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
მე ამ პრობლემის არსებობის არ მჯერა. ალბათ, საქართველოში უფრო საშიშია დეზინფორმაცია, რომელიც ქართულად ვრცელდება, ვიდრე რუსული, ან ნებისმიერი სხვა ოპერატორის მიერ გავრცელებული“, – აღნიშნა სემელმა.
მიჩ სემელის თქმით, პროპაგანდის ყველაზე დიდი ინსტრუმენტი ისაა, როცა ადამიანმა არ იცის, რომ ეს პროპაგანდაა.
მაგალითად, აშშ-შიფეისბუქზეშემოჭრა და დეზინფორმაციის გავრცელება არა რუსულად, არამედ ინგლისურად ხდება. ამიტომ ამერიკელებმა არც იციან, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ხდებიან და დარწმუნებული ვარ, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა“, – განაცხადა მიჩ სემელმა.