საზოგადოება
ქარელელები მგზავრობის გაძვირებით უკმაყოფილო არიან
gadzvirebuli_mgzavrobaქარელის რაიონის მოსახლეობა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდით უკმაყოფილოა. როგორც ისინი საქინფორმთან საუბარში აღნიშნავენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მგზავრობის ღირებულება გაორმაგდა. დაწესებული ფასები კი მათთვის მიუღებელია. ადრე რაშიც 15 თეთრს იხდიდნენ, ახლა 70 თეთრის გადახდა უწევთ, ხოლო 20–თეთრიანი მგზავრობა 1 ლარი გახდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასებს შპს ,,გიორგი’’ არეგულირებს, რომლის გაკონტროლების საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს.