უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ოპოზიციური ფრაქცია „ ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ფაშიანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.
„დღეს მე მქონდა შეხვედრები რუსეთის ელჩთან, ივან ვოლინკინთან, აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ მილსთან, ევროკავშირის ელჩთან, პეტრ სვიტალსკისთან და საქართველოს ელჩთან, გიორგი საგანელიძესთან. ელჩებს მივაწოდე ინფორმაცია შიდა კრიზისის დასარეგულირებლად მიღწეულ შეთანხმებაზე“, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.
„ელქის“ ლიდერის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო დღის წესრიგის სხვა საკითხებს. ფაშინიანის თქმით, სომხეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

1tv.ge