უცხოეთი
სერგეი ლავროვი - დასავლეთის ქვეყნებს გეოპოლიტიკური სივრცის დაკავების სურვილი ამოძრავებთ

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. აშშ და მისი მოკავშირეები აღმოსავლეთით გამყოფი ხაზების გადაწევას, ნატო-ს გაფართოებით და ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამით ცდილობენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალ Panorama-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-სა და ზოგიერთი მისი სატელიტისთვის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე საუბარი მოჩვენებითია. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დასავლეთის ქვეყნებს გეოპოლიტიკური სივრცის დაკავების სურვილი ამოძრავებთ.
„უკრაინის საკითხზე დასავლეთის ხაზში არაფერია, რაც შეიძლება განხილულ იქნას პრო-უკრაინულად. აქ ყველაფერი ანტი-რუსულია”, – აღნიშნა ლავროვმა.

1tv.ge