პუბლიკაციები
სააკაშვილის მონები საქართველოში ფარულად ასრულებენ მის დავალებებს, მაგალითად - არამზადა ვან ბაიბურთი! - საქინფორმი

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. გაზეთ Украинский вестник-ის კორესპონდენტმა საქინფორმს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შანსის თაობაზე კომენტარის თხოვნით მიმართა.

- როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავისი პარტიის „Рух нових сил“ („ახალი ძალების მოძრაობა“) ლიდერია, თუმცა უკრაინიდან გაძევების შემდეგ მისი აქტიურობა ძირითადად საქართველოზეა მიმართული. აქვთ თუ არა სააკაშვილს და მის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკმარისი რესურსი, რომ ქართულ პოლიტიკაში და რესპუბლიკის ხელისუფლებაშიც კი დაბრუნდნენ, მაგალითად - მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გზით?

- თქვენს შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მიზეზთა ერთობლიობის გამო.
სოციალურ გარემოში უაღრესად სერიოზული პრობლემების მიუხედავად, რომლებიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლების მიერ ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა, ლეგიტიმურად - არჩევნების გზით გამარჯვებას ვერც სააკაშვილი და ვერც მისი პარტია ვერ შეძლებენ. თანაც, კანონით, სააკაშვილს არცერთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, ისევე, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის. სააკაშვილს ერთადერთი უფლება აქვს - ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს და ციხეში ჩაჯდეს!

რაც შეეხება მის პარტიას, მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ელექტორატი ჰყავს - რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე. მაგრამ ისინი მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები და თანამებრძოლები კი არ არიან, რომლებმაც საქართველოდან მისი გაქცევის შემდეგ შემოსავლიანი თანამდებობები და ბიზნესი დაკარგეს, არამედ უმრავლესობა - უმუშევრობით უკმაყოფილო, გაუბედურებული, ნახევრად მშიერი ხალხია, ჯერ კიდევ გუშინ - ნეიტრალური ობივატელები, რომლებსაც დღეს წამლების შეძენა და შვილების გამოკვება არ ძალუძთ!

ბუნებრივია, ისინი იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ მხარს, რომელიც „ოქროს მთებს“ აღუთქვამს, როგორც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, რომლებიც ჰპირდებიან გამოკვებას და კომერციული ბანკების დასჯას, სადაც მათი ქონებაა ჩადებული, ჰპირდებიან ფანტასტიკურ პენსიებს! ისინი ადამიანებს, რომლებსაც სესხის პროცენტები აქვთ გადასახდელი, და ასეთია ნახევარი საქართველო, ყველაზე მთავარს აძლევენ - იმედს! ხვალინდელი დღის იმედს, და მერე მნიშვნელობა არ აქვს - თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ თუ არა!

მაგრამ ყველაზე სახიფათოა პროვოკაციები, რომლებსაც საქართველოში მისი აშკარა და ფარული აგენტები ამზადებენ, პროპაგანდა, რომელსაც ისინი მოსახლეობაში ეწევიან და სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების გადაჭრით მხარდაჭერაზე იყოლიებენ. სააკაშვილის ხალხი აქტიურად მუშაობს ყველა დონეზე ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში. ესაა ძალოვანი და სამართალდამცველი სტრუქტურები - შსს, არმია, პროკურატურა, ესაა სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება - საგარეო და ყველა დანარჩენი სამინისტრო, და რა თქმა უნდა - ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და პარლამენტი, სადაც ისინი ლეგალურად იმყოფებიან.

მთავარ ძირგამომთხრელ მუშაობას სააკაშვილის ხალხი მედიაში და ეგრეთ წოდებულ „სამოქალაქო სექტორში“ ატარებს, მიშას მონების სწორედ ეს კატეგორიაა ყველაზე საშიში, იმიტომ რომ ისედაც კრიტიკულად პოლარიზებული ქართველი საზოგადოების გახლეჩაზე მუშაობენ! საქართველოში მკვეთრად გახშირებული მკვლელობები, მათ შორის - მოზარდებში, ის ფონია, რომელსაც სააკაშვილის აგენტები ქმნიან ახალი „ფერადი რევოლუციის“ პროვოცირების მიზნით, ოღონდ ამჯერად ეს ალისფერი სისხლი იქნება, როგორც მაიდანზე, და არა „ალისფერი ვარდები“, როგორც რუსთაველზე 2003 წლის ნოემბერში. და ეს სავსებით რეალურია აშშ-ს მხარდაჭერის შემთხევაში.

ერთ-ერთი ასეთი მანქურთი გახლავთ ვინმე ვან ბაიბურთი - სომხური გაზეთის „ვრასტანის“ (რომელიც თვალით არავის უნახავს) რედაქტორი. როგორც ცნობილია, სააკაშვილი თმას იღებავს და ეთნიკური სომეხია, გვარად „სააკიანი“, სწორედ ამიტომ სწყალობს განსაკუთრებით ბაიბურთს - ხნიერ სომეხს შეღებილი თმით! ბაიბურთი პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი იყო ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ხოლო მისი ვაჟი გრიშა - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. თანაც ისინი მაშინდელ შსს-ს ჰყავდა გადაბირებული, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს - ასევე სომეხს, გვარად „სეხნიევს“. სააკაშვილის ბრძანებით სწორედ მამა-„რედაქტორმა“ და მისმა ზონდერმა შვილმა გამოყარეს 2007 წლის 10 აგვისტოსს კოსტავას ქუჩის №14 მდებარე გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან ღამით ქუჩაში ასობით გაზეთისა და ჟურნალის რედაქცია!

ამიტომ სააკაშვილის შემდეგ მათ ბევრი რამ დაკარგეს... ბუნებრივია, რომ ახლა ისინი სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნებობენ, რათა რევანში აიღონ! არ არსებობს თბილისში ღონისძიება ან თავყრილობა, სადაც ვან ბაიბურთი არ გამოჩნდება - თითქოსდა უწყინარი ბებერი სულელური ხუმრობებით, მაგრამ ის მნიშვნელოვან დავალებას ასრულებს: მთელი ინფორმაცია დამსწრეების შესახებ, საუბრები სხვადასხვა ჯგუფში, რომლებსაც ის თითქოს შემთხვევით უკნიდან ეპარება, მყისვე იგზავნება ამსტერდამში, სადაც დღეს, წითელი ფარნების კვარტალში, სააკაშვილი ბინადრობს!

საგულისხმოა, რომ ერევანში ბაიბურთს არ აღიარებენ და არც იცნობენ, სამცხე-ჯავახეთში, როგორც დაჰპირდნენ, მაშინვე მოკლავენ, როგორც კი მანდ გამოჩნდება. თბილისელი სომხები მას ვერ იტანენ, თუმცა მან მოახერხა, შეცდომაში შეეყვანა მეცენატი - მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, თითქოს „საქართველოში მცხოვრები ყველა სომხის ლიდერი“ იყოს, და ამის გამო მისგან თავისი „გაზეთისთვის“ გრანტებს და სამუდამო პენსიას იღებს!