ჩემი განათლების მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა! - პრეზიდენტი მარგველაშვილი
საზოგადოება
ჩემი განათლების მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

       საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოს განათლების სისტემაში ჩემი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები რიგით მოქალაქეზე იყო ორიენტირებული”.
მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში, ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, რაც გააკეთეს დავით სერგეენკომ, დავით კირვალიძემ, რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამის შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული რიგით საქართველოს მოქალაქეზე. იყო ორიენტირებული იმაზე, რომ ცვლილიყო ყოფა რიგითი ქართველის, ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.