სამართალი
სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის გამოსვლიდან გაცილებით მეტს ველოდი - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. მოლოდინი მქონდა, რომ ამ რანგში პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, უფრო მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, მეტი ანალიზი იქნებოდა პრობლემების და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ილაპარაკა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც მთავრობა არათუ უარყოფს, არამედ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.
მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობაზე და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ უარვყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართებაში. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობაზე და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როცა თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ..
ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და უფრო მეტი უნდა ესაუბრა, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. სიმართლე გითხრათ, ამ გამოსვლიდან გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.