აქტუალური
კალაძე „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერი კახ კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში, 18 ლოკაცია დასახელდა და ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციისმოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება.
ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც ვიცი, არის ოცდღიანი ვადა.
წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა კახი კალაძემ.
თბილისის საკრებულო გამოვიდა ახალი ინიციატივით, რომლის თანახმადაც, „ვარდების რევოლუციის“ მოედანს, შესაძლოა, სახელი გადაერქვას და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.