პუბლიკაციები
2012 წლის შემდეგ მედიაგარემო გათავისუფლდა, მაგრამ რაღაც ტიპის სირთულეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოში 2012 წლის შემდეგ მედიაგარემო გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, რაღაც ტიპის არაძალადობრივი სირთულეები მედიას მაინც ექმნება.
„2012 წელს ჩვენ გვახსოვს, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. ნამდვილად, 2012 წლის შემდეგ მედიაგარემო გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება. თუმცა, რაღაც ტიპის არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება და ჰკითხეთ ნებისმიერი მედიის წარმომადგენელსისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.