უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანმა „ზვართნოცის“ აეროპორტის თანამშრომლებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ნიკოლ ფაშინიანი „ზვართნოცის“ აეროპორტის თანამშრომლებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ერევნის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები საყოველთაო გაფიცვების მოწოდებას პირველ მაისს შეუერთდნენ, რის გამოც სომხეთის დედაქალაქში ფრენები შეფერხებულია.
ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ქუჩების ბლოკირების პარალელურად, სასწრაფო დახმარების და სამხედრო ავტომობილებისთვის გზა არ დაიკეტება.
გაფიცვებს შეუერთდა ტავუშის ოლქის საოლქო ადმინისტრაცია და იჯევანის მერიის თანამშრომლები. თავად მერი აქციაზე არ იმყოფება. საპროტესტო აქციისა და მაგისტრალების ბლოკირების გამო დღეს გიუმრი-ერევნის მატარებელი არ ფუნქციონირებს.

1tv.ge