სამართალი
Deutsche Welle: საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ერთი წლის წინ გააფორმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა.
ევროკავშირმა ახლა უნდა დაიწყოს დისკუსია, არის თუ არა მიზანშეწონილი უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმის პირველად ამოქმედება. მისი აქტივაცია შეუძლია ევროკომისიას, იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის დაუსაბუთებლად მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, ან იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტები უსაფრთხოების პრობლემებს შექმნიან“, –ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავრობის აქტიური მუშაობიდან გამომდინარე, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას გამორიცხავს.