ანგლოსექსებმა მორიგჯერ მოახდინეს საქართველოში მათთვის სასურველი ბალანსის მოდელირება და წარმოადგინეს ის, როგორც რეალური NDI-ს გამოკვლევების შედეგების მიხედვით - საქინფორმი
პუბლიკაციები
ანგლოსექსებმა მორიგჯერ მოახდინეს საქართველოში მათთვის სასურველი ბალანსის მოდელირება და წარმოადგინეს ის, როგორც რეალური NDI-ს გამოკვლევების შედეგების მიხედვით - საქინფორმი

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველომ თანდათან რუსეთისკენ შებრუნება დაიწყო - დღეს ეს ფაქტი ეჭვს არავისში იწვევს, თანაც არა მარტო თბილისსა და მოსკოვში, არამედ ლონდონშიც და აშშ-შიც. მიუხედავად ამისა, ანგლოსექსები ინერციით აგრძელებენ ისტერიულ ანტირუსულ პროპაგანდას და ნატოურ პოლიტიკურ თავყრილობებს - მინი-ისტერიალებს, კონფერენციებს, კომისიებს, სამიტებსა და ვიზიტებს, რათა უკვე გამოყოფილი დოლარები და გირვანქა სტერლინგები დახარჯონ.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სერბეთის ჯალათისმეტსახელით ცნობილი მადლენ ოლბრაიტი გახლავთ) მიერ საქართველოში ჩატარებული „გამოკვლევების“ ტრადიციული პრეზენტაციები. გაყალბებული სოციოლოგიური „კვლევები“ არ ასახავენ საქართველოში პოლიტიკური ძალების რეალურ ბალანსს და ქართველი საზოგადოების განწყობას, არამედ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისთვის სასურველი განლაგების მოდელირებას ახდენენ და წარმოადგენენ მას, როგორც რეალურს. ეს „კვლევები“ „ქართველების ბედით ღრმად შეშფოთებული“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის - საერთაშორისო განვითარების სამინისტროს (UK aid) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო უშუალოდ გამოკითხვას - ე.წ. საველე სამუშაოებს - არასამთავრობო ორგანიზაცია რესურსების კვლევის კავკასიური ცენტრი (CRRC) ატარებს, რომელიც დიდი ხანია, საქართველოში ფონდების, CIA-ს და SIS-ის ხაზით გავლენის აგენტების დაფინანსების სქემაში ზის (იხ. ქვემოთ).
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ NDI-ს კვლევები საზოგადოებაში უნდობლობასა და დაცინვას იწვევს, ბოლო ხანებში კი საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოსა და მთელი პოლიტიკური სპექტრის მკაცრ საჯარო კრიტიკას იმსახურებს, NDI-ს ოფისი კი არ დაიხურა, არამედ სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში „საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის“ მორიგი შედეგები წარმოადგინა, რომელიც 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით - დასკვნები ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავდაცვასთან, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 194 პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე“.
უფრო დაწვრილებით შედეგების შესახებ დღეს საქინფორმი იუწყება. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მათ რუსოფობიური ლაიტმოტივი აერთიანებს - დემონსტრირება, რომ საქართველოში რუსეთი და რუსები სძულთ და ნატოში და ევროკავშირში შესვლაზე ოცნებობენ, რაც დაბალი დონის ბლეფია.
სხვათაშორის, საქინფორმმა კონსულტაცია გაიარა რამდენიმე ცნობილ ფსიქოთერაპევტთან, რომლებმაც თვალების, სახის გამომეტყველების და ლაპარაკის მანერის მიხედვით დიდი ალბათობით დასვეს დიაგნოზი, რომ NDI- საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა ტორნტონს ისტერიული ფსიქოპათია ანუ ისტერიული ტიპის პიროვნების დარღვევა სჭირს.
„საქართველოში რუსოფობიის“ დემონსტრაციის გარდა, NDI-ს „კვლევების შედეგების“ მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ საქართველოს ხელისუფლების დაბალი რეიტინგის დემონსტრირება, რომელიც მხოლოდ მინიმალურად აღემატება გააქტიურებული მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ექსმმართველი ელიტის რეიტინგს.
ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით საქინფორმის საიტზე რუბრიკებში წაიკითხეთ.


საქინფორმი