ჩვენ მთავარ შულერს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! - სააკაშვილი
აქტუალური
ჩვენ მთავარ შულერს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! - სააკაშვილი

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ფეისბუქში“ თავის გვერდზე წერს.
მიხეილ სააკაშვილი ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებს ეხმაურება.
გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება, შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!
სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში“, – წერს სააკაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 60 უბნიდან 60-ვეს მონაცემები დათვლილია და არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო, „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%.