კომპანია „გაზპრომმა“ „თურქული ნაკადის“ პირველი ხაზის მშენებლობა დაასრულა
უცხოეთი
კომპანია „გაზპრომმა“ „თურქული ნაკადის“ პირველი ხაზის მშენებლობა დაასრულა

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „თურქული ნაკადის“ პირველი ხაზის მშენებლობა დაასრულა.
ღრმაწყლოვანი კონსტრუქციის პირველმა ნაწილმა თურქეთის სანაპიროს მიაღწია. ამჟამად მიმღები ტერმინალის აღჭურვა მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია Allseas-ის ხომალდი Pioneering Spirit-ი ასრულებს. სწორედ აღნიშნული გემი ჩააწყობს შავი ზღვის ფსკერზე „თურქული ნაკადის“ მეორე ხაზის მილებს 2018 წლის მესამე კვარტალში.
„თურქული ნაკადი“ ორი გაზსადენის მშენებლობას გულისხმობს. თითოეული მათგანის წლიური გამტარობა 15 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ერთი ხაზი გაზს თურქეთის მოსახლეობას მიაწოდებს, მეორე კი სამხრეთ და სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპას.
გეგმის მიხედვით, გაზსადენების მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

1tv.ge