სამართალი
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „GUDA TV“-ს და „НТВ+“-ს ავტორიზაცია შეუჩერა

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამართულ სხდომაზე შპს „GUDA TV“-სთვის და НТВ+“-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა. მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს „GUDA TV“-ს, НТВ+“-ს და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.
შპს „GUDA TV“-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, НТВ+“-მ კი - ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone“-ს, კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone“-ს თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს.