აქტუალური
„ქართული ლეგიონის“ მებრძოლი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს გადავიდა

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული ძალების მეთაურის მოადგილემ ედუარდ ბასურინმა განაცხადა.
გუშინ .. ურთიერთშეხების ხაზთან დავაკავეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიცქართულ ლეგიონშიირიცხებოდა. ის მზადაა, ჩვენკენ გადმოვიდეს. მიზეზად დაკავებული უკრაინაში ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ დაწყებულ დევნას ასახელებს, რომლებიც 2014 წლის მაიდნის მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ 5 მისი თანამებრძოლი მზადაა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდეს. სასჯელის შემსუბუქების პირობით, დაკავებული მზადაა, წარმოადგინოს მტკიცებულებები დონბასის ბრძოლებში დასავლეთის ქვეყნების კერძო სამხედრო კომპანიებისა და ნატოს ბლოკის მებრძოლების მონაწილეობის შესახებ. მან წარმოადგინა მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ დონბასში მოწინავე შენაერთებში უცხოელი ინსტრუქტორები იმყოფებიან, - აღნიშნა ბასურინმა.
„ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ბასურინის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.