სამართალი
თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს

       საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი სამშობლოში გადმოასვენეს.
გარდაცვლილის შვილის ლევან ჯანჯარიას განცხადებით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც ამოცნობა გაუჭირდა.
ოჯახი მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში ქართველებმა მოკლეს.
47 წლის ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში სამუშაოდ ახლობლის დახმარებით დაახლოებით ორი კვირის წინ წავიდა. მისი ცხედარი რამდენიმე დღის წინ სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს.
ლუხუმ ჯანჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი იყო.