უცხოეთი
ემანუელ მაკრონი- დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას მაისში დატოვებს

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი 2015 წელს გაფორმებულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას მაისში დატოვებს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.
„არ ვიცი რას გადაწყვეტს თქვენი პრეზიდენტი, ჩემი მოსაზრებაა, რომ ის შეთანხმებას შიდა მიზეზებით დატოვებს“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებლად იმისა, თუ რას მოიმოქმედებს დონალდ ტრამპი, პარიზი ახალ, უფრო ფართო შეთანხმებაზე მუშაობას აუცილებლად მიიჩნევს.
მაკრონი ფიქრობს, რომ ირანთან ახალი შეთანხმება არა მხოლოდ ბირთვულ, არამედ ბალისტიკურ პროგრამას და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას უნდა მოიცავდეს.

1tv.ge