"წერილი გადაგზავნილია საორგანიზაციო კომიტეტში გენერალურ მდივანთან და ის შეიცავს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, რათა გაირკვეს ამ ტრაგედიის მიზეზები. არის ყველა კითხვა, რომლებიც იბადება აღნიშნული მიმოწერის საფუძველზე. ჩვენ ამ ეტაპზე ვსვამთ კითხვებს და შემდეგ, როდესაც მივიღებთ განმარტებებს, განვსაზღვრავთ შემდგომ ნაბიჯებს,"- აცხადებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე.
აღსანიშნავია, რომ წერილის გაგზავნა ოლიმპიურმა კომიტეტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კანადური ტელევიზია ალაპარაკდა. ადგილობრივ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდა სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებსა და ციგის საერთაშორისო ფედერაციას შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო.
თუმცა, როგორც ჩანს, თამაშების ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს. კანადური ტელევიზიის ეთერში გასული მასალების დეტალებით დაინტერესდა ქართული მხარეც.