უცხოეთი
ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ წევრი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანი დავასახელოთ

     საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ წარმომადგენლის ედმონ მარუკიანის თქმით, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადად ნიკოლ ფაშიანიანი დაასახელონ.
„პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ ერთად ჩვენ უკვე გვაქვს 40 მანდატი, არ გვყოფნის 13 მანდატი, რომ ავირჩიოთ პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, შევძლებთ საკმარისი ხმების მოპოვებას „რესპუბლიკური პარტიიდან“ და კოალიცია „დაშნაკცუთიუნიდან“, – განაცხადა მარუკიანმა.
სომხეთის პარლამენტში 105 დეპუტატია, ფრაქცია „ ელქს“ ცხრა მანდატი აქვს, პარტია „აყვავებულ სომხეთს“ 31 მანდატი.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ერთ-ერთი წევრი , არარატ მირზოიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მინდა, პირველმა გახაროთ ეს ამბავი. გადადგა. ჩვენ გავიმარჯვეთ”,- წერს დეპუტატი.
კარენ კარაპეტიანის პრესსამსახური გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

1tv.ge