სამართალი
საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი უნდა მისცეს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და შეხვედრებს მართავდეს - ირმა ინაშვილი

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ ლიდერმა, პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.
"პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდა, სადაც საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ქვეყნის მტრობად, რუსეთის აგენტობად არის აღქმული. ამ აბსურდული ლოგიკით, ყველაზე დიდი აგენტი არის ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ ნატო რუსეთის იზოლაციას არ აპირებს, ნატო აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ახალი პრობლემებისგან, ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან. ის, რომ მოხდეს ურთიერთგარკვევა, ურთიერთობების დარეგულირება, ამ ნაწილში ჩვენ ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია", - აღნიშნა ინაშვილმა.