უცხოეთი
აშშ - ვიმედოვნებთ, სარგსიანის მემკვიდრე დემოკრატიული პროცესების შედეგად გამოვლინდება

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან.
„ჩვენ მადლიერები ვართ პრემიერ-მინისტრ სარგსიანის მრავალწლიანი მუშაობისა და ამერიკა – სომხეთის მჭიდრო პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი მემკვიდრე დემოკრატიული პროცესების შედეგად გამოვლინდება”,- განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
შეგახსნებთ, სომხეთში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 13 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო , რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაასახელა. 11 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ სარგსიანმა პრემიერ- მინისტრის პოსტი დატოვა.

1tv.ge