საზოგადოება
ზოგიერთი ანგაჟირებული ქართული მედიასაშუალება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ რუსეთის პოლიტიკის მიმართ მტრობა გამოიწვიოს, თუმცა, არცთუ ეფექტიანად - მარია ზახაროვა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. „რუსეთთან ურთიერთობა საქართველოში შიდაპოლიტიკური დისკუსიის ტრადიციულად უმნიშვნელოვანესი თემაა. ზოგიერთი ანგაჟირებული ქართული მედიასაშუალება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ რუსეთის პოლიტიკის და თავად რუსების მიმართ მტრობა გამოიწვიოს - ისინი ადგანან პოზიციას, რომ ყველა უბედურებაში რუსეთია დამნაშავე, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ისტორიულად კონფლიქტური ურთიერთობიდან რეალური გამოსავლის პოვნაში დაეხმარონ - თუმცა, არცთუ ეფექტიანად.
ასობით ათასი რუსი ტურისტი საკუთარ თავზე გრძნობს, რა თბილად ეპყრობიან მათ საქართველოში. სხვა საქმეა, რომ სანამ არ გაუქმდება რეპრესიული „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, პროვოკაციებისგან დაზღვეული არავინ არის, და საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, ჩვენი მოქალაქეები ამის შესახებ გააფრთხილოს“,
- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში.