სამართალი
ევროკავშირმა და ნატომ არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე! - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე! გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც და ნატომაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97- სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.