საზოგადოება
სტალინელები მოითხოვენ...

staliniii,,იოსებ სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საზოგადოების’’ გორის საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ჯირკველიშვილი გორის მუნიციპალიტეტს აღებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვს. საუბარია მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებაზე, რომლის მიხედვითაც, სტალინის ძეგლი მისივე სახლ-მუზეუმში უნდა დადგმულიყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისს შევიდა, ქანდაკების დადგმის სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა.