პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი 3-4 თვეში დასახელდება

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს, ჯერჯერობით კი კანდიდატის წარდგენა ნაადრევია.
საპრეზიდენტო კანდიდატი, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება. კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისათვის: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერშია დანიშნული.