საზოგადოება
წყალტუბო „მეორე ლას ვეგასად“ ჯერჯერობით ვერ იქცა

vegas2ხელისუფლების იდეა წყალტუბოს მეორე ლას-ვეგასად გადაქცევა ამ დრომდე განუხორციელებელია. ხელისუფლებამ წყალტუბო სათამაშო ბიზნესისთვის დაუბეგრავ სათამაშო ზონად სამი წლის წინ გამოაცხადა, თუმცა როგორც წყალტუბოს გამგებელი აცხადებს, ამ დრომდე ქალაქში მხოლოდ ერთი სამორინე ფუნქციონირებს. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ახალი სამორინეს მშენებლობასთან დაკავშირებით არ არის. შეგახსენებთ: ხელისუფლების ინიციატივით, წყალტუბო მეორე ლას-ვეგასი უნდა გამხდარიყო და ტურისტები მიეზიდა. ამ მიზნით წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტში 20 მილიონ დოლარზე მეტის ჩადება იგეგმებოდა.