აქტუალური
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 19 აპრილს მთავრობის ახალ საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე შალვა თადუმაძე შეცვალა. ამ უკანასკნელს საპარლამენტო მდივნის თანამდებობა 2012 წლის ოქტომბრიდან ეკავა.
მიქელაძე, რომელიც მანამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე იყო, წინა წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მიქელაძეს ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში და რომ ის წარმატებით გაართმევს თავს თავის ახალ ამოცანებს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა 12 აპრილს გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.