უცხოეთი
Reuters- ბაქოში ნატოსა და რუსეთის გენერლები შეხვდებიან

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ბაქოში ნატოსა და რუსეთის გენერლების შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა სირიის ომი და ევროპის აქტუალური საკითხები იქნება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი და ნატოს სარდლობის ხელმძღვანელი კურტის სკაპაროტი შეხვდებიან ერთმანეთს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გერასიმოვი უკვე ბაქოში იმყოფება.
სამხედრო მაღალჩინოსნები ევროპაში ნატოსა და რუსეთის სამხედრო აქტივობებზე ისაუბრებენ.

1tv.ge