უცხოეთი
ერევანში აქციის 68 მონაწილე დააკავეს

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ერევანში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის 68 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, 18 აპრილს დაკავებულია 68 ადამიანი.
მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს მართლზომიერი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი კი ცოტა ხნის წინ, მომხრეებთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს მოუწოდებს, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ​ფაშინიანი მხარდამჭერებს სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ აცხადებს.

1tv.ge