იური კობალაძე "SPUTNIK საქართველოს" კოლუმნისტი გახდა
პუბლიკაციები
იური კობალაძე "SPUTNIK საქართველოს" კოლუმნისტი გახდა

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველოს" კოლუმნისტიკის განყოფილება საბჭოთა დაზვერვის ვეტერანის, ცნობილი ჟურნალისტის, მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დეკანის მოადგილის, იური კობალაძის სვეტით შეივსო. სვეტი, რომელიც რეგულარულად განახლდება – ავტორის ბავშვობისდროინდელი თბილისის, მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო ისტორიების მოგონებებია.

იური კობალაძემ სვეტი ქართული თამადისადმი მისი დამოკიდებულებით გახსნა. საიდუმლო არაა, რომ იური გიორგის ძე შეუდარებელი თამადაა. იგი მკითხველს მოუთხრობს იმ მთავარ ღირებულებებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სუფრის ხელმძღვანელად ირჩევენ. კობალაძისთვის თბილისი დიდი სიყვარულია, ამიტომ იგი დაუფიქრებლად დათანხმდა გახდეს "Sputnik საქართველოსთვის" ავტორი, რომელსაც მისი მშობლიური ქალაქის მცხოვრებლებიც კითხულობენ.

"თბილისში გატარებული დრომშვენიერი პერიოდია, რომელიც უსაზღვროდ მენატრება. თბილისი უნიკალური ქალაქია. ის ასეთი იყო და რჩება. მე არაერთხელ დავრწმუნდი: საუბრები იმაზე, რომ თბილისი სხვა გახდა, დაკარგა თავისი კოლორიტი, ხოლო ხალხი შეიცვალაეს ყველაფერი სიმართლე არ არის", – განაცხადა კობალაძემ.