ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია"კრიალას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პუბლიკაციები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კომპანია"კრიალას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. გარემოს დაცვა და ბორჯომის რაიონში დაზიანებული ტყის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ქართულ, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელ კომპანია "კრიალას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უზრუნველყოფს მისთვის გამოუსადეგარი მაკულატურის შეგროვებას და კომპანია "კრიალასთვის" გადაცემას. თავის მხრივ შპს "კრიალა" ვალდებულია ჩაბარებული მაკულატურის ყოველ 1 კილოგრამზე, 15 თეთრი გადარიცხოს ბორჯომის ტყის აღსადგენად გახსნილი ფონდის "აღადგინეს" სპეციალურ ანგარიშზე.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს "კრიალას" გენერალურმა დირექტორმა, ალეკო სტროგანოვმა მოაწერეს. მხარეები იღებენ ვალდებულებას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქტიურად იყო ჩართული ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში. 2017 წლის 9 აგვისტოს კამპანია “აღადგინეს” შემაჯამებელი ღონისძიებაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადაეცა მადლობის სერტიფიკატი ბორჯომის ტყის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის. უწყებამ 2017 წელს ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიის ფარგლებში 100 ძირი ხე დარგო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "არენას" შორის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ "არენას" შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ამიერიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ 20 % იანი ფასდაკლებით სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პრესკურანტით გათვალისწინებულ ნებისმიერ მომსახურებაზე.
ამ გადაწყვეტილებით სპორტკომპლექსის დამფუძნებლებმა საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. ერთი ოჯახიდან ორი, ან მეტი წევრის მომსახურების შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი შეღავათები ბავშვთა ცურვის შემსწავლელ ჯგუფებში.
ფასდაკლებით სარგებლობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახების წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. დამატებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამსახურის ცხელ ხაზს: 2 48 16 26