პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

     საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბრეგაძემ გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა:
"ქართული მარში" საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენებს ჩემს კანდიდატურას... ძალიან ეშინიათ ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატობის, ამიტომაც ვაყენებ ჩემს კანდიდატურას. მე არ ვიქნები ამერიკელების კანდიდატი, მე არ ვიქნები რუსების კანდიდატი, მე ვიქნები ქართველების პრეზიდენტობის კანდიდატი".
"პრაიმტაიმთან" საუბრისას კი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ "ქართული მარშის" გარდა მის კანდიდატურას სხვა რამდენიმე ორგანიზაციაც უჭერს მხარს. მისი თქმით, საარჩევნო მარათონში ჩაბმის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.