უცხოეთი
სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს

     საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიუხედავად, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს. სომხეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„ხვალ ჩვენ ჩავატარებთ პრემიერ-მინისტრის არჩევნებს, ხოლო სარგსიანი არჩეული იქნება პრემიერის პოსტზე. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, იმედი გვაქვს ოპოზიცია კანონის ფარგლებს არ გასცდება“, – განაცხადა სომხეთის მმართველი პარტიის პარტნიორი ფრაქციის „დაშნაკცუტიუნის“ თავმჯდომარე არმენ რუსტამიანმა.
ბარამიანის გამზირზე ოპოზიციის ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის წინააღმდეგ გამოდიან. პარალელურად ერევნის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.

1tv.ge