პუბლიკაციები
საქინფორმი: რუსეთმა ერთი გასროლის გარეშე გაიმარჯვა, ანუ საქართველოს საგარეო საქმეთა მისტერ ტვისტერ-Twitter მინისტრმა ისევ მოიჭრა თავი!

     საქინფორმი, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე მარცხი მოუვიდა. პირველად მან თავი შეირცხვინა, როდესაც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საამებლად თუ მათი ზეწოლით თავის გვერდზე Twitter-ში საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა „ლონდონთან სოლიდარობის ნიშნად“ მოღალატისა და ჯაშუშის - ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ვითომდა აირი „ნოვიჩოკით“ მოწამვლასთან დაკავშირებით.
გუშინ კი მიხეილ ჯანელიძემ „სათანადო და აუცილებელი“ უწოდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ Twitter-დიპლომატიაზე შემოღებულ მოდას საბოლოოდ აყოლილმა მისტერ ტვისტერ-Twitter მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის გვერდზე Twitter-ში შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“.
სააკაშვილის
საოჯახო ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლზე“ გამდიდრებული მიხეილ ჯანელიძე 4 წელი მოსკოვში რფ-ის დიპლომატიურ აკადემიაში კი სწავლობდა, მაგრამ ბავშვობაში სამუილ მარშაკის ლექსები არ წაუკითხავს, თორემ მიხვდებოდა, რომ სირიის დაბომბვისგან აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა წააგეს, რუსეთმა კი ერთი გასროლის გარეშე გაიმარჯვა, იმიტომ რომ:

1. აშშ და მისი მოკავშირეები დამნაშავეებად გამოიყვანა, რომლებიც გაეროს სანქციის გარეშე ბომბავენ დამოუკიდებელ, მათგან შორს მდებარე ქვეყანას;
2. აშშ მისი მოკავშირეები ცრუპენტელებად გამოიყვანა, რომლებსაც სარაკეტო დარტყმის მხოლოდ უფლება კი არა, საბაბიც არ ჰქონდათ: სირიის კანონიერი ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება არ დასტურდება, ისევე, როგორც სიცრუე მოღალატისა და ჯაშუშის - ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის აირი „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შესახებ, და როგორც ადრე - ერაყში ქიმიური იარაღის არსებობა;
3. აშშ და მისი მოკავშირეები ლაჩრებად გამოიყვანა, რომლებსაც რუსეთის შეეშინდათ და მხოლოდ ცარიელი, დიდი ხნის წინ მიტოვებული ნაგებობები დაბომბეს. სირიას არ დაუკარგავს არცერთი ჯარისკაცი, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე, არცერთი თვითმფრინავი ან ტანკი;
4. გაფანტა მითი აშშ-ის და მისი მოკავშირეების სამხედრო ძლიერებაზე, რომელთა რაკეტების 70% სირიის მოძველებულმა, სსრკ-ის დროინდელმა ჰაერსაწინააღმდეგი თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს;
5. განამტკიცა სირიის სამთავრობო ჯარებისა და ხალხის საბრძოლო სულისკვეთება, რომლებმაც კარგი სამხედრო სწავლება გაიარეს და ახლა უკვე ზუსტად იციან აშშ-ის და მისი მოკავშირეების უახლესი სამხედრო შესაძლებლობები.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, იმიტომ რომ რუსეთს საბაბი მისცეს, სირიას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები
С-300 მიაწოდოს, რომლებსაც აქამდე მათივე, აშშ-ის და მისი მოკავშირეების თხოვნით არ აწოდებდა.

საქინფორმის
რედაქცია