ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე 11 მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს
სამართალი
ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე 11 მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ 11 მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 26 და 27 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ავსტრიის რამდენიმე ქალაქში საერთო ჯამში 3000 ევროს ღირებულების საქონელი მოიპარეს.
ბრალდებულები, ძირითადად, ტანსაცმლისა და ელექტროტექნიკის მაღაზიებს ქურდავდნენ.
პოლიციამ მათი დაკავება ლინცში შეძლო. ისინი მართავდნენ ავტომობილს, რომელსაც ყალბი გერმანული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
ერთ-ერთ დაკავებულს ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. ის ამჟამად საპატიმროში იმყოფება. მისი თანამზრახველის საქართველოში დეპორტაცია უკვე განხორციელდა.