სამართალი
„გია კუტაისსკის" მკვლელობის საქმეზე თურქეთის პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის გია კუტაისკის მკვლელობის საქმეზე თურქეთის პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.
თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული თავდასხმის დროს “გია კუტაისსკისთან” ერთად მყოფი გიგა პეტრიაშვილი, ასევე საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, „გია კუტაისსკის” და გიგა პეტრიაშვილს თავს ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ. სროლის შედეგად კრიმინალურმა ავტორიტეტმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო, გიგა პეტრიაშვილი კი ფეხში დაიჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თურქული მედია „გია კუტაისსკის” ქემერის პროვინციის მაფიის ლიდერად მოიხსენიებს. Hurriyet წერს, რომ ის კრიმინალურ ჯგუფს როსტოვის რეგიონში ხელმძღვანელობდა.