პოლიტიკა
Freedom House-ის ანგარიში საქართველოს შესახებ: ყველა „წინააღმდეგია“, პრეზიდენტი „მომხრეა“?

       საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. როგორც გასულ კვირას დეტალურად იუწყებოდა საქინფორმი, Freedom House-ის ანგარიში საქართველოს შესახებ იმდენად კრიტიკული და არაობიექტური იყო, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ხელმძღვანელობის მკვეთრად უარყოფითი განცხადებები გამოიწვია. ანგარიში მოიწონა მხოლოდ ოპოზიციამ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და თავად სააკაშვილმა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მათ არა. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიტიკულ საკითხებზე, რომლებზეც მასშია ლაპარაკი, პრეზიდენტი ხშირად მიუთითებდა.
ის საკითხები, რაზეც საუბარია Freedom House-ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლა, არაერთხელ, ჯერ კიდევ ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე, ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამ მიმართულებებით, იყო ეს სასამართლო, მედია თუ .., ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები, რომ ეს თემები იყო მისახედი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა, რომელმაც სინანული გამოთქვა, რომ აღნიშნული პრობლემები არ გადაიჭრა და უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია.