აქტუალური
მზად ვართ, უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ - ჩინეთის კომერციის მინისტრი

     საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ. ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის”, – ამის შესახებ ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭონ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, რათა ჩინურ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს,“ – აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდ, რომლის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში, აგრეთვე შეხვედრები გამართა ჩინეთის მთავრობის წევრებთან.