აქტუალური
"პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იერარქიის შესაბამისად" - კობახიძე უმრავლესობაში დაპირისპირების მოგვარებაზე ლაპარაკობს

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. დავსხდებით და რამდენიმე დღეში უმარტივესად მოგვარდება ეს ყველაფერი - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას.
მისი თქმით, საჯარო განცხადების გაკეთება ამის შესახებ დამაზიანებელი იქნება. კობახიძე არ ლაპარაკობს დეპუტატების გარიცხვაზე ან მის თანამდებობიდან გადადგომაზე.
მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება ყრილობა, სადაც უნდა განახლდეს ხელმძღვანელი ორგანოები. ჩემი აზრია, რომ ეს პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას შეეხება. აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დავრჩები თუ არა, კახი კალაძის გადასაწყვეტია, - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება უმრავლესობას, კობახიძის თქმით, გუნდში არის რამდენიმე წევრი, რომელმაც დაუშვა შეცდომები, თუმცა, მისივე თქმით, გუნდში „კარგი ვითარება და სულისკვეთებაა.“
მან ასევე ილაპარაკა იმ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შემუშავდება წესდება, რომელიც უნდა დაიცვან დეპუტატებმა.
გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ გაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესებთან გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმები, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში მისი მთავარი დასაყრდენი არის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი. ეს არის დადგენილი იერარქია, ეს არ უნდა გახდეს ეჭვიანობის საგანი.“
"პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იერარქიის შესაბამისად," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.