უცხოეთი
დონალდ ტრამპი- სირიაზე თავდასხმა შეიძლება ძალიან მალე, ან არც ისე მალე მოხდეს

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არასდროს უთქვამს, როდის განხორციელდება სირიაზე დარტყმა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, სირიაზე იერიში შესაძლოა მალე, ან არც ისე მალე განხორციელდეს. ტრამპის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ დიდი როლი შეასრულა რეგიონის „ისლმური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებაში.
„არასდროს მითქვამს, როდის მოხდება სირიაზე თავდასხმა. ეს შეიძლება ძალიან მალე ან არც ისე მალე მოხდეს! ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-მა ჩემი ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში რეგიონის „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების დიდი სამუშაო შეასრულა. სად არის ჩვენი „მადლობა, ამერიკა?“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.
შეგახსენებთ, როგორც გუშინ დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რუსეთი უნდა მოემზადოს აშშ-ის მხრიდან სირიაზე სარაკეტო დარტყმებისთვის.

1tv.ge